• January

    20

    2025
  • 82
  • 0
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს

ოთხწლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ოთხწლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა. ჩვენს ქვეყანაში დღეს უმაღლესი განათლების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი და რესურსები ძალიან დიდია ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, რათა ოთხ წელიწადში მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ოთხ წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე და კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება, რათა ოთხი წლის თავზე სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor