• September

    16

    2025
  • 64
  • 0
პრემიერ-მინისტრი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით თბილისის მერის, კახა კალაძის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, 2026-2029 წლებში, თბილისში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 3 ახალი პროგრამა ამოქმედდება, არსებული 6 პროგრამა კი გაფართოვდება. კახა კალაძის თქმით, ასევე გაფართოვდება სოციალური პროგრამები და უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მუნიციპალურ სერვისზე, პარალელურად, გაგრძელდება გამგეობების მხრიდან თბილისელების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებებით.

დედაქალაქის მერმა მთავრობის მეთაურს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისელების კეთილდღეობისა და დედაქალაქის განვითარების უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor