• February

    4

    2026
  • 45
  • 0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს, მარკო მარიოტის შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს, მარკო მარიოტის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს, მარკო მარიოტის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას, რომლის საშუალო მაჩვენებელმა 2025 წელს 7,5% შეადგინა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგნოზირებადი გარემოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ დაბალ საგადასახადო განაკვეთებს და იმ ინიციატივებს, რომლებსაც ხელისუფლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor