• September

    5

    2025
  • 56
  • 0
პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად, ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა.

მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 1 200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო, კანალიზაციის, ვიდეო-სათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 162 850 ლარი შეადგინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor