• February

    23

    2025
  • 64
  • 0
პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღეს არის იუნკერების ხსენების დღე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, მათი გმირობის შესახებ ხსოვნა მომავალ თაობებს გადავცეთ. ასეთი ადამიანების გმირობამ მოიტანა დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor