• January

    31

    2025
  • 95
  • 0
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხმა კოლეგამ, ნიკოლ ფაშინიანმა გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან პარტნიორობის და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, პარტნიორობა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის პრიორიტეტია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor