• April

    11

    2025
  • 58
  • 0
პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახეს და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მას მუქარით თანხის გადაცემას აიძულებდნენ. ამავე მიზნით, ბრალდებულები დაზარალებულს მეგობარი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გავრცელებით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 5 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor