• December

    6

    2025
  • 48
  • 0
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და საბაჟო კონტროლისგან მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საბაჟო რეზერვუარებში შენახული, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, 15 000 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების, 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რამაც სახელმწიფოსათვის 3 000 000 ლარამდე ოდენობის ზიანი გამოიწვია.

„ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით წარედგინათ (საბაჟო წესების დარღვევა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და  ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor