• December

    4

    2024
  • 84
  • 0
პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პირველ დეკემბერს, ღამის საათებში თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ბრალდებულები ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor