• February

    14

    2025
  • 48
  • 0
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 2233 მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 2234 მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუქარით, იძულებით, „ქურდული გარჩევით“ და თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას ახორციელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარემ „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა, რომლებმაც ფინანსურ დავაში ჩართულ მეორე მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა 5 ბრალდებული 11 თებერვალს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor