
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობისა და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოები შეიქმნა
თბილისის პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა.
თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით საქმიანობას განახორციელებენ ის პროკურორები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ აღნიშნულ დანაშაულებზე გამოძიებაში ზედამხედველობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით.
„თავის მხრივ, ასევე ახლად შექმნილი არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს. არასრულწლოვანთა სამმართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ საქმიანობას“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





