
პროკურატურა ქვეყანაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად გამოძიებას იწყებს – პრეზიდენტწოდებულის ორმაგი სტანდარტი გაშიფრულია
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დავა ამჯერად სამართლებრივ ნაწილში ინაცვლებს – პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებულია ყველა, ვინც არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე რაიმე მტკიცებულებას ფლობს, მათ შორის დასავლეთიდან მართული პრეზიდენტიც, რომელიც გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მორიგ უპატივცემულობას ავლენს. არადა, თავის საჯარო გამოსვლებში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს.
ამის გათვალისწინებით, საგამოძიებო უწყება პრეზიდენტისგან იმ ინფორმაციის გადაცემას ითხოვს, რასაც პრეზიდენტი ფლობს, თუმცა ზურაბიშვილის მხრიდან პროკურატურაში არ მისვლა დიდი გაუგებრობაა, რაც მის ორმაგ სტანდარტს მიუთითებს.
პრეზიდენტი, რომელიც ,,ქართული ოცნების” დიდი და უპირობო მხარდაჭერით გახდა ქვეყნის მთავარსარდალი, მმართველ პარტიასთან ისევ თავდასხმის რეჟიმშია.
სახელისუფლებო გუნდი დასავლეთიდან მართულ სალომე ზურაბიშვილს კვლავ მოუწოდებს, რომ გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში მივიდეს და ისაუბროს, იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც პრეზიდენტის აზრით, არჩევნები გაყალბდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტი მსგავსი არაადეკვატური და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით გამოირჩევა. იქამდე იყო ქვეყნის კონსტიტუციის არა ერთი დარღვევა, როცა ზურაბიშვილმა ევროპაში მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტები გამართა, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ის კოლექტიური ,,ნაცმოძრაობისა,, და დასავლეთის იმ დღის წესრიგს მიჰყვება, რომელიც პროცესების ქუჩაში გადატანას და დესტაბილიზაციას გულისხმობს. თუმცა დღეს მათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საპროტესტო მუხტის შექმნა ვერ გამოსდით, რადგან მათ ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს მტკიცე უარი უთხრა.
ირაკლი გუნია





