
პროტესტის ერთი თვე – ,,ნაცმაიდანის” მცდელობა ჩავარდა
ერთი თვე მთავრობის გადაწყვეტილებიდან და პროტესტი, რომელიც არ ცხრება. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიზანი დასავლეთიდან შანტაჟის შეჩერება იყო, რადიკალებმა ,,ნაცმაიდანის” შესაქმნელად გამოიყენეს, რომელიც ჩავარდა. საუბარია, გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს, თუმცა მუშაობას აგრძელებს პუნქტობრივად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და შესაბამისად, ქვეყანა მზად ევროკავშირში წევრობისთვის 2030 წლისთვის იქნება და ეს არახალია, რადგან თავად ევროკავშირის გაცხადებული პოზიციაა, რომ შემდგომი გაფართოება 2030 წელს იქნება.
პროტესტი, პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, აალებადი ნივთიერებები, დავდასხმა და დაზარალებული სამართალდამცავები, დამწვარი პარლამენტის ოთახები, ვანდალიზმი, ცეცხლის ალში გახვეული ქვეყნის პოლიტიკური გამზირი, თავდასხმა და პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა ჟურნალისტებზე, დაშავებულები და დაკავებულები. ასე ვითარდებოდა მოვლენები რამდენიმე კვირის განმავლობაში დედაქალაქში.
ერთი თვის თავზე მშვიდობიანი პროტესტის მიუხედავად, მოთხოვნები უცვლელია. აქციებზე რადიკალურად განწყობილი ადამიანები დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. არჩევნები არ იქნება, რადგან ამის საჭიროება არ არის. ასეთია ,,ქართული ოცნების” პოზიცია.
მმართველი გუნდი უკრაინის მაიდანსა და დედაქალაქში უკვე გამართულ ძალადობრივ აქციებს შორის, ტოლობის ნიშანს სვამს. პრემიერის შეთავაზების მიუხედავად, დისკუსია ვერ შედგა, პროტესტი მცირდება და ნელ-ნელა მუხტი იკლებს, რადიკალებს არ სურთ, თუმცა ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ სტილს უბრუნდება.
ირაკლი გუნია





