
პროტესტის 28-ე დღე და კვლავ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი
დასავლეთის მხრიდან შანტაჟის შესაჩერებლად ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო ქვეყანაში პროტესტი არ ცხრება.
დემოსტრანტების შეკრების ადგილი კვლავ რუსთაველის გამზირია, რომელიც დღესაც პარალიზებულია. აქციას სხვადასხვა მარშით მოქალაქეები შეუერთდნენ. შეკრებილები ახალ არჩევნებს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პროტესტი მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს.
საკითხზე მკაფიოა მმართველი გუნდის პოზიცია. ,,ქართული ოცნება,, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ დგას.
რაც შეეხება 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ხსნის, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე პუნქტობრივად მუშაობას განაგრძობს, როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის მზად 2030 წლისთვის იქნება.
ირაკლი გუნია





