
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ერდოღანთან პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გაუარესებაზე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში მკვეთრად გაუარესებული ვითარება განიხილეს და ასევე გამოხატეს შეშფოთება ძალადობის ესკალაციისა და მსხვერპლის მზარდი რაოდენობის შესახებ. იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ძირითადი ყურადღება დაეთმო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში მკვეთრად გაუარესებულ ვითარებას. ღრმა შეშფოთება გამოითქვა მიმდინარე ესკალაციის გამო. ასევე, ძალადობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის კატასტროფული ზრდის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
,, Geo News “





