• December

    27

    2024
  • 109
  • 0
რადიკალების ორბიტაზე შვედმა პოლიტიკოსმა გამოანათა

რადიკალების ორბიტაზე შვედმა პოლიტიკოსმა გამოანათა

,ქართული ოცნების” მიერ ქვეყანაში ეროვნული ინტერესების გატარების გამო, სახეზეა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მორიგი მცდელობა.

რადიკალების ორბიტაზე ამჯერად შვედი პოლიტიკოსი გამოჩნდა, რომლის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება პიკს 29 დეკემბერს მიაღწევს. ის ასევე ამბობს იმასაც, რომ ,,ამ დროს ევროკავშირს, ისევე როგორც სხვა სტრუქტურებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა ჰქონდეთ”.

კარლ ბილდტის პოზიცია ლობოსტური კამპანიის ნაწილია, ასე თვლის პარლამენტის თავჯდომარე. მსგავსი შინაარსის განცხადებები კი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა სახელისუფლებო გუნდისთვის, რაც ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტიურია. სწორედ ევროპის სახელით მოსაუბრე, საბჭოთა სტილით მოაზროვნე ადამიანები წყვეტენ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში ვინ ლეგიტიმურია და ვინ არალეგიტიმური.

შვედი პოლიტიკოსის ნარატივს იზიარებენ და მის ნათქვამს ფაქტების კონსტანტაციით ხსნიან რადიკალურ ოპოზიციაში, სადაც ჩავარდნილი ,,ნაცმაიდანის” შემდეგ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადების იმედადღა რჩებიან.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor