• December

    25

    2024
  • 95
  • 0
რადიკალების რჩეულ როთს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი აკრიტიკებს და თბილისში აქციებზე დგომას ახსენებს

რადიკალების რჩეულ როთს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი აკრიტიკებს და თბილისში აქციებზე დგომას ახსენებს

საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევისა ფონზე, მიხაელ როთიმ კრიტიკა გერმანიისგანაც დაიმსახურა – გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, როთს საქართველოში ოპოზიციის აქციებში მონაწილეობა შეახსენა.

ბუნდესტაგის დეპუტატი ბეატრის ფონ შტორჰი როთს საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და რადიკალების აქციაზე მდგარი მიხაილ როთის ვიდეოს აქვეყნებს.

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს: ,,ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, ის საჯაროდ მოუწოდებს ხალხს, რომ სძულდეთ, გერმანიის არჩევნებში ვითომდა ,,ჩარევის,, გამო და ღიად აცხადებს, რომ ეზიზღებით. და ეს ყველაფერი, მაშინ, როცა თავად საქართველოში ცდილობდა  არჩევნებში ჩარევას”.

ის რაზეც მმართველი პარტია კონკრეტიულად როთზე საუბრობდა, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა დაადასტურა. სრულიად საფუძვლიანი აღმოჩნდა მიხაელ როთის მიმართ ,,ქართული ოცნების” ბრალდებები, რომელიც როთს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor