
რადიკალები ქართველი ხალხის არჩევანს არ ეგუებიან და საპროტესტო აქციებს აანონსებენ
გუშინ, რადიკალებმა გეგმის გამოცხადება გადაიფიქრეს და ორშაბათისთვის დაანონსეს.
ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ მათი აქცია ორშაბათს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება. სწორედ ამ მცირერიცხოვან აქციაზე, ორშაბათს გახდება ცნობილი როგორი იქნება აგენტურული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.
ბრიფინგზე ბევრი ისაუბრეს, არჩევნების ე.წ გაყალბებაზე და გამარჯვებაც დაანონსეს. ის გამარჯვება, რომელიც დიდი ხანია მარცხისთვისაა განწირული.
ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ შექმნილია ჯგუფი, რომელიც აქციებს დააორგანიზებს. როგორც ირკვევა, მათი მთავარი ხაზი ახლა რადიკალური ქუჩის პროტესტზე გადის, რომლის მიზანი ქვეყანაში კვლავ არეულობა და დესტაბილიზაციის შექმნაა.
,,ახალგაზრდებს, არა ახალგაზრდებს, ყველას, ვისაც უნდა წვლილი შეიტანოს აქციის დაგეგმაში, მათ ამ სივრცეში ექნებათ სრული თავისუფლება და ასე ხელიხელ ჩაკიდებულები რუსებს გავაგდებთ ამ ქვეყნიდან“, -განაცხადა ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარია ამ განცხადებას, რუსეთის ნაწილში იმ ფონზე აკეთებს, როცა თავად ის და მისი ოჯახის წევრები იღებენ რუსულ რუბლებს. ეს ყოველივე კი, რადიკალების ბოლო წერტილია. დამარცხებულები და პოლიტიკურ ველზე დასუსტებულები, ამ დრომდე არ არსებულ იმედს ებღაუჭებიან და ისღა დარჩენიათ, რომ პოლიტიკური ფერი იცვალონ და ქართველი ხალხის არჩევანს შეეგუონ.
რადიკალები დღევანდელ ე.წ გეგმას მთელი დღე აანონსებდნენ. მათ კონსულტაციები მევახშე ხაზარაძის პარტიაში გამართეს და თქვეს ისიც, რომ მათი გეგმა სრულიად შეთანხმებულია პრეზიდენტთან.
ირაკლი გუნია




