
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიცია ქაოსის შესაქმნელად ემზადება
ხმაურის შექმნის უსაფუძვლო მცდელობა – რადიკალური ოპოზიცია დღევანდელ ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაათენებს. მიზეზი პარლამენტის პირველი სხდომის წინ პროტესტია. სწორედ ამ მიზეზით ისინი მხარდამჭერების მობილიზაციას ახდენენ.
როგორც დესტრუქციული ძალები ამბობენ, ისინი 25 ნოემბრისთვის ემზადებიან და საპროტესტო აქციას აანონსებენ.
ამის პარალელურად, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა, თუ მონაწილეებს არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ჩარჩოებს, რადგან როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.
რადიკალური ოპოზიციის პროტესტს და საპარლამენტო ბოიკოტს ეხმაურებიან მმართველ გუნდში.
როგორც ,,ქართულ ოცნებაში” ამბობენ, მათი დესტრუქციული პროტესტისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მაინც გაიმართება.
ირაკლი გუნია





