
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რადიკალური ჯგუფების საპროტესტო აქცია დასრულებულია
საპროტესტო აქცია დასრულებულია.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა გმირთა მოედანზე მოაწყვეს, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. პერიოდულად იყო ინციდენტები.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
თავდაპირველად დაპირისპირება სწორედ პარლამენტთან რადიკალურად განწყობილი მომიტინგეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებას მოჰყვა, თავის მხრივ, სპეცრაზმმა დემოსტრანტების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი და მხუთავი აირის კაფსულები გამოიყენა. ამის პარალელურად მომიტინგეები პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, რის შედეგადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაშავდა. ასევე ინციდენტს ადგილი ჰქონდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მომიტინგეებმა ერთ-ერთი მოქალაქის ავტომობილი დააზიანეს. მათ ავტომობილის მინები ჩაამსხვრიეს.
შეგახსენებთ, რომ აქციები მეათე დღეა მიმდინარეობას. გუშინ და გუშინწინ პროტესტი შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ დღეზე.
იმასაც შეგახსენებთ, რომ აქციები ,,ქართული ოცნების” იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ხსნის, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე მუშაობს და 2030 წლისთვის ემზადება, ეს სწორედ ის დროა, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილებით ევროკავშირი გაფართოებას შესძლებს.
ირაკლი გუნია





