• December

    28

    2024
  • 256
  • 0
რამაზ საყვარელიძე : ,,არაერთი მცდელობის მიუხედავად ხელისუფლების ,,გადაგდება” ვერ მოხერხდება”

რამაზ საყვარელიძე : ,,არაერთი მცდელობის მიუხედავად ხელისუფლების ,,გადაგდება” ვერ მოხერხდება”

,,GEO NEWS” ჩვენს მკითხველს ქართველი ცნობილი ექსპერტისა და ინტელექტუალის, ბატონი რამაზ საყვარელიძის ბლიც ინტერვიუს სთავაზობს, რომელშიც ის ქართული პოლიტიკის შუქჩრდილებსა და გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტის საქართველოში ასახვაზე საუბრობს.

-ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება ის სიგიჟე, რასაც ადგილი აქვს რუსთაველზე ?

ანუ, როდის დამთავრდება თავისუფლებისათვის ბრძოლა რუსთაველზე ? შინაარსი ხომ ეს არის, რომ არიქა, ევროპისკენ არ მივდივართ დ.ა.შ. თუმცა, გასაგებია რომ არავითარი რუსეთისაკენ ჩვენ არ მივდივართ. მე, ვგულისხმობ, რომ საფუძველი არის უფრო ღრმა და იყო მცდელობა ვარდების რევოლუცია 2 -ის მოწყობის. ეს პროცესი გაიჭედა და ჩავარდა, თუმცა, რაღაც გაგებით ეს ორი პროცესი ერთმანეთს დაემსგავსა. გასაკვირია, და დღეს რუსეთზე და ჩვენი მთავრობის კავშირებზე ის ბიზნესმენები საუბრობენ, რომლებიც რუსეთთან ყოველდღე ვაჭრობენ. ეს კი გაფიქრებინებს, რომ რუსეთი თამაშობს ამ პროცესში, მით უმეტეს, რომ მიტინგებში მონაწილე რამდენიმე რუსი დააკავეს. ამ შემთხვევაში, რუსეთის და ამერიკის ინტერესი ემთხვევა, რომ ჩინეთი არ შემოვიდეს ჩვენთან.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გლობალური თემა – ჩინეთი, აერთიანებს გაუერთიანებლებს ?

-მესმის ძალიან კარგად, რომ ამ გლობალურ თემას არ ახსენებს ხელისუფლება, მაგრამ მე, როგორც ექსპერტი უფლებამოსილი ვარ ამაზე ვილპარაკო. ჩინეთი მოსარიდებელი თემაა, მას ასე ღიად არ ახსენებს ამერიკაც და შესაბამისად, ამ თემაზე არ საუბრობს. თუ გახსოვთ, მატარებელი ისე შემოვიდა თბილიში, კაცს არ გაუგია. ასევე გავიხსენოთ, რომ ჩინეთში ღარიბაშვილი წავიდა რაღაც სპორტულ ღონისძიებაზე და საბოლოო ჯამში, სტრატეგიულ თანამშრომლობას მოაწერა ხელი. მთელ მსოფლიოს პირი დარჩა დაღებული.

ეს კარგად შენახული საიდუმლო იყო ერთგვარად არა, ბატონო რამაზ ?

-კი, კი და გაცნობიერებულიც ერთგვარად. ჩინეთის მატარებელი სანამ შემოვიდოდა ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ გაგვაფრთხილა, რომ ჩინეთი არ შემოუშვათო, რადგან დემოკრატიული არ არისო, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტზე თქვა, მაგრამ ზოგადად იგულისხმა ქვეყანაც.

გამოდის, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები გვიწყობენ გადატრიალებას საქართველოში ?  ეს საქართველოს მოსახლეობის თვალში დიდი ფასი არ დაუჯდებათ ?

აწუხებთ საქართველოს მოსახლეობის აზრი ? ჩვენ ერთგვარი ,,სახმარი” რესურსი ვართ და რა იქნება, მაშინ როცა ნახმარი რესურსი ვიქნებით ? ამ მხრივ მისასალმებელია ის სტილი, რაშიც გადაიყვანა ,,ქართულმა ოცნებამ” დასავლეთთან ურთიერთობები, რომ არ გიყურებდნენ, როგორც ,,საზარბაზნე ხორცს” და გიყურებდნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. ,,ოცნების” მიერ ამ მდგომარეობაში მოხვედრა არ იყო მთლად ნებაყოფლობითი. ფაქტობრივად, ომის დაწყების შემდეგ დაიწყო დასავლეთის მიმართ მსგავსი მიდგომები და მას მერე, რაც ჩინეთის ჩვენთან შემოშვება გადაწყდა. მატარებლის ამბავი ნამდვილად თავხედობა იყო ქართველების მხრიდან, ასეთივე თავხედობა იყო სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელმოწერაც ჩინეთთან. ამერიკელებთან დაუმორჩილებლობის დემონსტრაცია იყო ეს ყველაფერი, რაც უკრაინის ომის შემდეგაც ასევე გაგრძელდა.

სამმილიონიანი ერი, რომელიც არ ემორჩილება მსოფლიო დომინანტს ამერიკას, როგორ გგონიათ დატოვებს ამერიკა ამას რეაქციის გარეშე, თუ შეეცდება შეცვალოს ხელისუფალი საქართველოში ? პასუხი მე მგონი, ყველასათვის ნათელია…ამერიკას ამის უდიდესი გამოცდილება აქვს : ლათინური ამერიკა, არაბული გაზაფხული და პოსტ საბჭოთა ქვეყნები. რაც მთავარია, მათ სჭირდებათ მათთვის სასურვალი გუნდი, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ახერხებდა მათი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებს.

საინტერესოა, როდესაც სააკაშვილი მოიკვეთა ცივილიზებულმა დასავლეთმა 2008 წლის ამბების შემდეგ, ის წავიდა ირანში და იმათ დაჰპირდა, რომ გაუხსნიდა დერეფანს ევროპასთან, რის შემდეგაც დასავლეთის ლიდერებმა სასწრაფოდ ხელახლა შეიყვარეს სააკაშვილი.

თქვენი ხედვა გაგვიზიარეთ, დღევანდელი მდგომარეობა საით მიდის ?

ლუკაშენკოს მაგალითია საინტერესო – ანჯღრევენ, ანჯღრევენ, მაგრამ არ მიდის..

ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძემ თქვა, რომ დაიღალა და წავიდა სახლში, რომ არ ეთქვა, იქნებოდა, ვერაფერს უზამდნენ. ამიტომ ,,გადაგდება”, თუ ნერვები ეყო ხელისუფლებას, ვერ მოხერხდება. მით უფრო, რომ ხალხის ტალღა იკლებს და არ იმატებს.
რაც შეეხება განვითარებას, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ მოვლენებზე და რა პოლიტიკას აირჩევს იგი.

ანუ ეს ყველაფერი დროშია გაწელილი ?

-დიახ, ყველაფერი დროში იწელება და თან ძალიან. ვნახოთ, როგორი პოლიტიკა იქნება. აქ საგულისხმოა, ის ფაქტორიც, რომ კისინჯერი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა ჩინეთში და ყველამ, ვინც ერკვევა, ვიცით, რომ კისინჯერი საკუთარი სურვილით არ იყო იქ და ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდა. საინტერესოა, როგორ დალაგდება შემდგომი ჩინეთი, ამერიკა, რუსეთის ტრიუმვირატი ?!

რა მოლოდინები გაქვთ ინაგურაციასთან დაკავშირებით 29 დეკემბერს ? გაართულებს ზურაბიშვილი კიდევ, თუ როგორი იქნება ტრანზიცია ?

-შეიძლება და ალბათ, უფრო ჩემი სურვილია, რომ ზურაბიშვილმა მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება. ვიმეორებ, მშვიდობიანად.

გაიხსენეთ, რით ამაყობს სააკაშვილი ზოგადად, თუ არა, მის მიერ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებით.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პროცესები ყოველთვის მიმდინარეობდეს კონსტიტუციურ ჭრილში და ამ დადგენილი ფარგლებიდან ბევრი რამ არ გადიოდეს, ეს საუკეთესო იქნებოდა თავად ჩვენი სამშობლოსთვისაც.

ირაკლი გიორგაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor