• February

    17

    2025
  • 213
  • 0
რამაზ საყვარელიძე : ,,ევროპამ საკუთარ საზრუნავს უნდა მიხედოს და საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობები შეწყვიტოს”

რამაზ საყვარელიძე : ,,ევროპამ საკუთარ საზრუნავს უნდა მიხედოს და საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობები შეწყვიტოს”

,,GEO NEWS” ცნობილ ექსპერტს, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ სკანდალურ რეზოლუციაზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და კონსერვატიული ტრენდის პოლიტიკის დომინაციაზე ესაუბრა.

ბატონი რამაზის საექსპერტო ანალიტიკური უნარი ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოს და მიმზიდველს ხდის მასთან ინტერვიუს. ასე რომ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი მკითხველი ამ მასალას გულდასმით გაეცნობა და ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე სწორ დასკვნებს გამოიტანს.  

ბატონო რამაზ, ვიცით რა თქვენი განსაკუთრებული ტაქტი და დელიკატურობა, სანამ ჩვენი  ინტერვიუს კითხვებზე გადავიდოდეთ, გაძლევთ შესაძლებლობას, რომ სრულიად საქართველოს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე მიუსამძიმროთ….

-ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედია და ორი პატარას გარდაცვალება…

ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარი მოვლენა დიდი ტრაგედიაა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ბავშვის განსაკუთრებული კულტია. მართლა ყველა ოჯახისა და ადამიანის ტრაგედიაა, როდესაც ბავშვს რაიმე ემუქრება, მით უფრო, როცა ასეთი მძიმე ფაქტი ხდება.

მე თანაგრძნობას გამოვთქვამ და მხარდაჭერას ვუცხადებ, ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს.

მადლობა, ბატონო რამაზ…მოდით, გადავიდეთ ევროკავშირის რეზოლუციაზე, რომელიც მიღებულ იქნა და ყველა სხვა აბსურდთან ერთად, ლეგიტიმურ ძალად სალომე ზურაბიშვილი გამოგვიცხადეს. ადამიანი, რომელმაც საკუთარი საპრეზიდენტო კონსტიტუციური ვადა სრულად ამოწურა, ამას როგორ შეაფასებდით ?

-ამაზე კომენტარი ძალიან რთულია, რადგან რეალურად საქმე სხვაგვარადაა.

გავიხსენოთ, რეიგანმა თქვა, რომ ფაშიზმი თუ დაბრუნდება, ლიბერალიზმის სახით მოვაო. რეალურად, ჩვენ დღეს ლიბერალიზმთან გვაქვს საქმე, რომელსაც სინამდვილე და სიმართლე არ აინტერესებს. ფაქტობრივად, ლიბერალურ დიქტატთან გვაქვს საქმე, რადგან, არც კანონი და არც რეალობა არ აინტერესებთ. მათ აქ, ჩვენთან ,,ნაციონალური მოძრაობის”  ხელისუფლებაში დასმა სურთ, რომელიც ყველაფერში მათი მორჩილი იქნება და ქვეყანას ისევ დაღუპვისკენ წაიყვანს, როგორც ეს ადრეც გაუკეთებია.

,,ქართულმა ოცნებამ” კონსერვატიული ღირებულებებისკენ აიღო კურსი, ასეთივე ძალებთან აქვთ ურთიერთობა, ხოლო ევროპარლამენტში წამყვანი ძალები ლიბერალები არიან, ანუ ლიბერალები ებრძვიან კონსერვატიულ ძალებს და ამ შემთხვევაში, უკვე საქართველოს ტერიტორიაზეც.

-როგორ ფიქრობთ, წარმატებული იქნება ევროპარლამენტის ეს მცდელობები შეცვალოს საქართველოში ხელისუფალი ?

პროგნოზი ძნელია, აშკარად ბრძოლა მიმდინარეა.

ჯერ-ჯერობით, აშკარა დარტყმა განახორციელა ტრამპის ადმინისტრაციამ მიუნხენის უსაფრთხოების კომფერენციაზე, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელებისთვის არასასიამოვნო განცხადებები გააკეთა, რასაც თავად ტრამპის პრესმდივნის პასუხი მოჰყვა შოლცისადმი. ტრამპი იმითაა ძლიერი, რომ განსაკუთრებულად მებრძოლი კონსერვატიული გუნდი შეკრიბა საკუთარი თავის გარშემო და ეს ახალგაზრდა პროფესიონალები, არა მარტო ამერიკის მასშტაბით, არამედ მსოფლიოშიც იტყვიან სათქმელს და დატოვებენ საკუთარ კვალს.

კონსერვატიზმი დღეს აღმავალია, რაც იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნისთვისაც სასარგებლო შედეგს მოიტანს.

ამ თვალსაზრისით, როგორ შეაფასებდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს არაბეთის ქვეყნებში და იქიდან ჩამოტანილ ინვესტიციებს, რაც ქვეყანას ეკონომიკურ ბენეფიტებს პირდება ?

-მე, ვფიქრობ, რომ ეს გარდა ფინანსურისა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც კარგი საქმეა, ვინაიდან, აი, ეს ულტრალიბერალიზმი, რომ დაინახავს საქართველო მიჯაჭვული არ არის მათზე და საქართველოს ურთიერთობა პროდუქტიული იქნება აღმოსავლეთთანაც, ეს აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურად პოზიტიურ შედეგებსაც ჩვენი ქვეყნისთვის.
ეს სწორი პოლიტიკაა. თუ ერთს არ უნდა შენთან ურთიერთობა, შეგიძლია მეორე აირჩიო და დიდი ალბათობით, ეს მნიშვნელოვანწილად შეცვლის შენთან კომფლიქტში მყოფის პოზიციებსაც – ის დაინახავს და დარწმუნდება, რომ შენ არაერთი და იძულებითი, არამედ მრავალვექტორული თავისუფალი არჩევანი გაქვს.

საქართველოში ულტრალიბერალების ,,დასამშვიდებლად” მე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენის კომფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებით დავასრულებ, რაც ძალიან საგულისხმო გახლავთ, ამიტომაც ვახსენე ამის თაობაზე ზემოთაც :

ჯეი დი ვენსმა თქვა – „ევროპის მთავარი საფრთხე არ არის რუსეთი, ან ჩინეთი, ან რაიმე გარე ფაქტორი, არამედ მთავარი საფრთხე მის შიგნითაა – ევროპის დაშორება ფუნდამენტური ღირებულებებისგან“.

ამგვარად, მიუნხენის კომფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპული პოლიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე რუსეთი კი არა, თავად ევროპაა.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ევროპამ საკუთარ საზრუნავს უნდა მიხედოს და საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობები შეწყვიტოს.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor