• January

    30

    2025
  • 145
  • 0
რამდენად იოლია ევროკავშირის მიერ მონიჭებული უვიზო მიმოსვლის ერთი ხელის მოსმით გაუქმება ?

რამდენად იოლია ევროკავშირის მიერ მონიჭებული უვიზო მიმოსვლის ერთი ხელის მოსმით გაუქმება ?

გრიგოლ გაგნიძე – იურისტი და ადვოკატი, რომელიც სამართლის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მისი პროფესიული გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, სამართლებრივი პროცესები პოლიტიკურ კონტექსტში განიხილოს და შეფასებები გააკეთოს ქვეყნის აქტუალურ გამოწვევებზე. ინტერვიუში ის გვესაუბრება პოლიტიკურ რეალობაზე, სამართლებრივ ტენდენციებზე და იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს საზოგადოებრივი დისკუსიის ცენტრშია. 

-ბატონო გრიგოლ, რამდენად დადებითად შეიძლება შეფასდეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საუდის არაბეთიდან საქართველოში შემოდის ?

-მსოფლიოში უძლიერესი ინვესტორების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. ეს საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც საქართველოს სანქციებით და სხვადასხვა სასჯელით ემუქრებიან, ასე ვთქვათ, ზეწოლას ახდენენ საერთაშრისო დონეზე. ამის პარალელურ რეჟიმში კი, საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი უდიდესი და სერიოზული პროექტი, ცხადია უმნიშვნელოვანესია. როგორც ვიცი, მშენებლობა ბათუმსა და თბილისში უნდა განხორციელდეს. ვფიქრობ, ეს ინვესტიცია ასევე, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ  ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის პოზიტიური ნაბიჯია.

როგორ შეაფასებდით ჰერჩინსკის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ?

უვიზო მიმოსვლის საკითხი მხოლოდ ჰერჩინსკის გადასაწყვეტი არ არის. ამას ძირითადად ევროსაბჭო წყვეტს და გადაწყვეტს. ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ გამოთქმული ფრაზაა. ჩემი აზრით, მსგავსი განცხადებები არასწორია და შეცდომას უშვებენ, როდესაც ქვეყნის მიმართ ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ვიმეორებ, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლები მიანიჭა, ამის შეწყვეტა მარტივი საქმე არ არის და არ არის ისე, როგორც ეს ბატონები აცხადებენ და მოისურვებენ. მსგავსი პერსონები ქართული ოპოზიციის გავლენის ქვეშ მყარად არიან მოქცეულნი, მაგრამ ისეთ გავლენას, როგორიც მათ სურთ, ვერ მოახდენენ, ასე არ იქნება.

რამდენად მისაღებია თქვენთვის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების შეურაცხყოფა, დევნა, ბულინგი და თუნდაც, საკვებში ჩაფურთხება ?

-რა თქმა უნდა, ეს მისაღები არ არის და ვინც ეს მოიფიქრა, დარწმუნებული ვარ, რომ არც მათ მოეწონებათ მსგავსი ქცევა. არათუ მოსაწონია, არამედ მიუღებელია – უბრალოდ ეს სიძულვილის ენას გამოხატავს. სამწუხაროდ, ეს ისევ მათ აზიანებს და მათ რეპუტაციას აყენებს მძიმე მდგომარეობაში. იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ვის დაკვეთასაც ასრულებენ, დარწმუნებული ვარ, მომავალში თავად აღარ მოეწონებათ ეს. ის თუ დღეს მისი დაკვეთით ამას აკეთებს, ხვალ სხვისი დაკეთით იგივეს მას გაუკეთებენ. ეს ზღვარგადასულ ქმედებად უნდა ჩაითვალოს, გამოდის, რომ ადამიანს შუბლის ძარღვი არ აქვს. არც ერთ ნორმალურ და საღად მოაზროვნე ქართველს არ უნდა სიძულვილი, ამის თესვა და არც მსგავს პროვოკაციებს წამოეგება. იმედი მაქვს, საბოლოოდ ოპოზიციასაც მიეცემა ჭკუა და მეტად გონივრულად მოიქცევა, ვიდრე ამორალურად. ევროპის არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ქცევები არ განხორციელებულა, ამით ცდილობენ ევროპაში შესვლას ?

აქციები თითქმის დასრულდა – აქტიურ ფაზაში აღარ არის. რას ფიქრობთ, რამდენად მართებულია აქციები და იმართება თუ არა გარე ძალებისგან ?

-აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. ჩვენ წლებია ვხედავთ აქციებს, მათ შორის მშვიდობიანს, მაგრამ ეს აქციები მშვიდობიანი არ იყო. ეს მიტინგები ძალადობასა და შეურაცხყოფაში გადავიდა. მსგავს ქცევებსა და ქმედებებზე კი, სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება აქვთ. იმედია, მოქალაქეები საღ აზრს გამოიჩენენ და აღარ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლითაც სამართალდამცავებს და საკუთარ თავს დაიზიანებენ. 2012  წლის შემდეგ მშვიდობიანი აქციები მეტად დაცულია ჰუმანურობით, ვიდრე მანამდე იყო. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ პოლიციელიც ადამიანია და მასაც ოჯახი ჰყავს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები გამოიყენეს, აქციებზე ბავშვები დაშავდენ, ხოლო ისინი კი, ვინც ეს მოაწყო, დაიმალნენ. მათ ამით მილიონები იშოვეს.

ოპოზიციური პარტიებიდან გაისმა ფრაზა, ომი გვირჩევნია ასეთ მშვიდობასო. საქართველოში არეულობა ქვეყნის დაშლას და დაქუცმაცებას გამოიწვევს, რაც ისტორიულად წინა საუკუნეებში არა ერთხელ მოხდა. პრაქტიკულად იგივე ვითარება მეორდება ახლა, ოღონდ უფრო ცივილური და განვითარებული ტექნოლოგიებით. საქართველომ რეგიონებში მტრები კი არა, მეზობლები უნდა ეძებოს, რომლებიც ჩემი აზრით, გვერდში გვყავს, გვიდგანან და ვუდგავართ. მაგალითად : ბაქო, აზერბაიჯანი, ახლა თურქეთისა და რუსეთის ხსენება სამარცხვინო ფაქტად მიაჩნიათ, მაშინვე იარლიყებს მოგაკრავენ, მაგრამ ჩვენი პირველი მეზობლები არიან რაოდენ გასაკვირი და სამწუხაროც არ უნდა იყოს.

ოპოზიცია და მასთან აფილირებული ძალები დარწმუნებულები არიან, რომ მარტში ან აპრილში ახალი არჩევნები იქნება, პრაქტიკულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს და ვის ზონდირებას აპირებენ ?

-,,ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რომ თავისი გაიტანოს, ამიტომაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე დაბლოკოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს ისეთი ზეწოლა მოახდინოს ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდზე, რომ მათ გადადგან ნაბიჯი – ვადამდელი არჩევნები ჩანიშნონ, თუმცა როგორც ხედავთ, ხელისუფლება წონასწორონას იკავებს. მინდა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა ვუსურვო, ომსა და არეულობას საქართველო ვერ გაუძლებს. 

გიული ირემაძე

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor