• January

    21

    2025
  • 117
  • 0
რამდენად ხელს შეუწყობს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვას ?

რამდენად ხელს შეუწყობს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვას ?

2025 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობისა და სიძლიერის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია იმუშავებს საგარეო პოლიტიკის გაძლიერებაზე, რათა აშშ-ის ინტერესები გლობალურ არენაზე უკეთ იყოს დაცული. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აქტიურ მონაწილეობას.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები იწვევს დებატებს და განხილვებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სამოქალაქო უფლებებსა და სოციალურ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ მისი მიზანია ამერიკის გაძლიერება და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის უნდა დაელაპარაკოს პრეზიდენტ პუტინს.

,,მას არ უნდა უხაროდეს, არც ისე კარგად მიდის საქმე. ის იბრძვის, მაგრამ უმეტესობას ეგონა, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა, ახლა კი სამი წელია გასული“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, დაახლოებით მილიონი რუსი ჯარისკაცი და 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკაც განადგურებულია.

„რუსეთი უფრო დიდია – მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს გარიგების დადება, არ ვიცი, პუტინს სურს, თუ არა… მან უნდა დადოს გარიგება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ტრამპის გამოსვლა პოზიტიურად შეაფასა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გამოთქვა იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ პრობლემას სრულად დაძლევს, რაც საქართველოსთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული პრეზიდენტ ტრამპს. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითთან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული ოთხი წლის მანძილზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამგვარად, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, სავარაუდოდ, საქართველოსთვის პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით და პოზიციების მეტად დაახლოების კუთხით.

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor