• October

    3

    2024
  • 97
  • 0
რას აპირებს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შემდეგ და რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი ?

რას აპირებს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შემდეგ და რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი ?

გაზრდილი პოლარიზაცია გადამწყვეტი არჩევნების წინ. რადიკალები მარცხს ვერ ეგუებიან და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან.

,,Geo News” გთავაზობთ ინტერვიუს ,,ქართული ოცნების,, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ ვაჟა კოკაიასთან:

ვაჟა კოკაია: 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარებაა. ფასდება გლეხის შრომა, ადამიანები თავს გრძნობენ დაცულად, ბიზნესი თავისუფალია. ,,ქართული ოცნების” მართველობის პირველივე დღიდან ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ,,ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია მშვიდობით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

ემზადება თუ არა ოპოზიცია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ? უკვე აანონსებენ, რომ არჩევნები გაყალბდებაო…

ოპოზიციის მთავარი მიზანია ქვეყანა ომის ქარცეცხლში გახვიოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. სამწუხაროდ ოპოზიციის სრული სპექტრი დღეს არის კოლექტიურ დესტრუქციულ ძალად ჩამოყალიბებული სუბიექტი. გვარამიას განცხადებას არ გავცნობივარ, თუმცა მათი ერთადერთი მიზანი არის ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევა. ამიტომ ისინი მზად არიან წავიდნენ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნებში უშანსოდ არიან დარჩენილები და ემზადებიან რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის.

თქვენი აზრით, რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი მმართველი პარტიის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ?

-დასავლეთში ჩვენ გვყავს უამრავი პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას.ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარება 2012 წლის შემდეგ არის თვალსაჩინო. ჩვენი მიზანია ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. შესაბამისად დასავლეთს არ დავუტოვებთ ობიექტურ მიზეზს არჩევნების არ აღიარებისთვის. არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენმა ხელისუფლებამ, ელექტრონული არჩევნებით.

კიდევ ერთხელ ვეუბნებით ყველას, რომ არჩევნები ჩატარდება ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. 

ირაკლი გუნია

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor