• November

    17

    2023
  • 97
  • 0
რატი ბრეგაძე – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებები არის ნათელი დასტური, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები

რატი ბრეგაძე – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებები არის ნათელი დასტური, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით მკაფიოდ დადასტურდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მიეცნენ ევროპული სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

რატი ბრეგაძის თქმით, 2022-2023 წლებში ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას და ნიკანორ მელიას საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა და არანაირ პოლიტიკურ მოტივაციას არ ჰქონდა ადგილი.

„ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არის ნათელი დასტური, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ნებისმიერი მსგავსი ტიპის განცხადება, რომლითაც ვინმე ცდილობს, საქართველო წარმოაჩინოს იმგვარ სახელმწიფოდ, სადაც თითქოსდა ადამიანებს იჭერენ პოლიტიკური მოტივებით, არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამის თქმა დადასტურებულად შემიძლია.

მიმდინარე წლის 12 მაისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ სააკაშვილის მოთხოვნა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე და, შესაბამისად, რაიმე ტიპის კითხვის ნიშანი, ბუნებრივია, ამ საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს. სასამართლოს გადაწყვეტილებებით მკაფიოდ დადასტურდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მიეცნენ ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor