• July

    25

    2024
  • 68
  • 0
რატი ბრეგაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე, საზოგადოებას მრავალი საფრთხე აარიდა თავიდან, მიმდინარე გამოძიებაც წარმატებით დასრულდება

რატი ბრეგაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე, საზოგადოებას მრავალი საფრთხე აარიდა თავიდან, მიმდინარე გამოძიებაც წარმატებით დასრულდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან.

ბრეგაძის შეფასებით, ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, წარმატებით დასრულდება.

„რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

სუს-ის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor