• July

    17

    2024
  • 64
  • 0
რატი იონათამიშვილი – გარე ძალები რადიკალურ ნაბიჯებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა

რატი იონათამიშვილი – გარე ძალები რადიკალურ ნაბიჯებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გარე ძალები, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციასა და დაპირისპირებას გეგმავდნენ, რადიკალურ ნაბიჯებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ძალები მშვიდობას დაუპირისპირდნენ, თუმცა ქვეყნის მთავრობა მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გარე ძალები, ვინც საქართველოში პოლარიზაციასა და დაპირისპირებას გეგმავდნენ, რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდნენ სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა, როცა რეგიონში ასეთი ომი მძინვარებს. ამ მშვიდობას დაუპირისპირდნენ გარკვეული ძალები, რამაც შემდეგ მთელი რიგი უსამართლო გადაწყვეტილებები გამოიწვია. ამის მიუხედავად, მშვიდობასა და სტაბილურობას ვინარჩუნებთ, რაც კეთილდღეობის გარანტიაა. იმ პროგრესს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ევროინტეგრაციას მოუტანს. ცხადია, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და მშვიდობა მნიშვნელოვანია, რომ სამყარო სწორად ვითარდებოდეს, ადამიანის უფლებები მაქსიმურად იყოს დაცული. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად მოხდება. დრო ძვირფასია, რადგან რაც უფრო შორდება სამყაროს მშვიდობა, მით უფრო მეტია ნგრევა და უსამართლობა. ეს ყველას გვადარდებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor