• March

    12

    2025
  • 82
  • 0
რატი იონათამიშვილი – მოქალაქეებს ცხრა მილიონს როცა მოჰპარავ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამას პასუხისმგებლობა მოჰყვება, სააკაშვილი კრიმინალია, მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ასი ვერდიქტია

რატი იონათამიშვილი – მოქალაქეებს ცხრა მილიონს როცა მოჰპარავ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამას პასუხისმგებლობა მოჰყვება, სააკაშვილი კრიმინალია, მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ასი ვერდიქტია

მოქალაქეებს ცხრა მილიონს როცა მოჰპარავ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „სააკაშვილი მასშტაბური კრიმინალია, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოში ასი ვერდიქტი არსებობს“.

„შენს მოქალაქეებს ცხრა მილიონს როცა მოჰპარავ და ამ თანხას პირადი ფუფუნებისთვის დახარჯავ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, პასუხისმგებლობა მოჰყვება. სააკაშვილი მასშტაბური კრიმინალია, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოში ასი ვერდიქტი არსებობს. ის არაერთ საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული დამსახურებულად არის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მის გამართლებას ცდილობს, ელიტური კორუფციისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ასი ვერდიქტის თანამზრახველი, თანამონაწილეა. ყველაზე სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც სისტემურად ყველაზე სასტიკ დანაშაულებსაც კი სჩადიოდა, იმდენად გაგულიანებულია გარე ძალების მხრიდან, რომ ელიტური კორუფციის საქმეზეც კი ბედავს და კომენტარებს აკეთებს. საზოგადოებამ იცის, რომ რეციდივისტი-კრიმინალია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor