• July

    25

    2024
  • 63
  • 0
რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები არის ფარსი, მანდატისთვის მზად არიან, ყველაფერი იკადრონ, შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბერს მათთვის გამანადგურებელი მარცხი დადგება

რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები არის ფარსი, მანდატისთვის მზად არიან, ყველაფერი იკადრონ, შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბერს მათთვის გამანადგურებელი მარცხი დადგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. გაერთიანებებით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად ყველაფერს კადრულობენ. რატი იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ კვლავ გააგრძელებს ერთმანეთის შეურაცხყოფას.

„სინამდვილეში, ეს ადამიანები როგორც არჩევნებამდე აყენებდნენ შეურაცხყოფას ერთმანეთს და სიძულვილს იჩენდნენ, არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ იმავეს – ერთმანეთის შეურაცხყოფას, ლანძღვას და ა.შ. ამიტომ ეს ე.წ. გაერთიანებები არის ძალიან დიდი სიყალბე და ფარსი, რომლითაც ჩვენი საზოგადოება არ ტყუვდება. ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, როგორი დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. ჰგონიათ, რომ ვინმეს მოატყუებენ მაშინ, როცა მათ არანაირი პრინციპები და ღირებულებები არ აქვთ. ერთადერთი, უნდათ, როგორმე პარლამენტში მოხვდნენ. საპარლამენტო მანდატისთვის მზად არიან, ყველაფერი იკადრონ და ყველა უღირსობაზე წავიდნენ. შესაბამისად, შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბერს მათთვის გამანადგურებელი მარცხი დადგება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor