• May

    14

    2025
  • 54
  • 0
რატი იონათამიშვილი – პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება არის ღირსეული, სამართლიანი პასუხი უსამართლობაზე, ჩვენი ხალხი იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას

რატი იონათამიშვილი – პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება არის ღირსეული, სამართლიანი პასუხი უსამართლობაზე, ჩვენი ხალხი იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას

პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება არის ღირსეული, სამართლიანი პასუხი უსამართლობაზე, ჩვენი ხალხი იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში, საქართველოს მიმართ მტრული აქტია და ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციასაც აზიანებს.

„მიღებული განცხადება არის ღირსეული, სამართლიანი პასუხი უსამართლობაზე და ცალსახად ჩვენი ხალხი იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას. ასეთი უხეში ჩარევა როდესაც ხდება და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, სამართლიანად იწვევს უსამართლობის შეგრძნებას ჩვენს საზოგადოებაში. არავის აქვს უფლება, ასე სუბიექტურად მიუდგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, დღეს აუცილებელი იყო, პასუხი ყოფილიყო მტკიცე, არგუმენტირებული და ღირსეული. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც, სინამდვილეში, საქართველოს მიმართ მტრული აქტია, ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციასაც აზიანებს, რადგან ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, კონკრეტული შედეგებია იუესაიდის გაუქმებაზე, მეორე მხრივ, გაუქმებული იუესაიდის მხარეს დგომის მაგალითია. აქედან გამომდინარე, ყველას ეკუთვნის, იყოს თანმიმდევრული პოლიტიკაში და არა ფარული გავლენების, „დიფ სთეითის “ სამსახურში. ფაქტია, საქართველოსთან დამოკიდებულება იქნება ყველაზე კარგი ინდიკატორი – სინამდვილეში, „დიფ სთეითის“ დამარცხება არის რეალური მიზანი, თუ – არა. „დიფ სთეითი“ სადაც არის, იქ არ არის დემოკრატია, სამართლიანობა და ღირსებაზე ორიენტირებული მიდგომები, არამედ არის უსამართლობა, ჩაგვრა და ომის გაჩაღება სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სამართლიან და კეთილსინდისიერ მიდგომებს ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადება გაავრცელა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor