• September

    24

    2024
  • 62
  • 0
რატი იონათამიშვილი – პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, ეს არის სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა

რატი იონათამიშვილი – პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, ეს არის სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი ერთი კვირის წინ მიიღო, კანონი ათასამდე პატიმარსა და 22 ათასამდე პრობაციონერს ეხება, რომელთათვის ყოველ დღესა და საათს დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, რაც სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა და დანაშაული ამ ადამიანების მიმართ.

„სამაგიეროდ, მას დრო აქვს შეხვდეს ხან გახარიებს და ხან ხაზარაძეებს, მათთან ააწარმოოს გაუგებარი მოლაპარაკებები, ხელოვნური შოუები. ათასობით პატიმარი ელოდება, პრეზიდენტი ხელს კანონს როდის მოაწერს და როცა ამას აკეთებს, არ გამიკვირდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტოც კი დაადოს, რადგან რადიკალური ოპოზიციის ლიდერია, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვეტო ედო პატიმრებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor