• June

    28

    2024
  • 92
  • 0
რატი იონათამიშვილი – რადიკალურ ოპოზიციას ზარზეიმი ჰქონდა, თითქოს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა, ფაქტია, გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

რატი იონათამიშვილი – რადიკალურ ოპოზიციას ზარზეიმი ჰქონდა, თითქოს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა, ფაქტია, გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

რადიკალურ ოპოზიციას თვეების განმავლობაში ზარზეიმი ჰქონდა, თითქოს საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება მოხდებოდა და დღის წესრიგში იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა. ფაქტია, გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა აღნიშნული კომენტარი ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნის შეფასებისას გააკეთა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და ამ კურსისთვის „ქართულ ოცნებაზე“ მეტი არავის გაუკეთებია.

„ისტორიას დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზრახვები, როგორმე საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ, თუმცა საკუთარი ანტიქართული პოლიტიკის ლუსტრაცია მოახდინეს. საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და ამ კურსისთვის „ქართულ ოცნებაზე“ მეტი არავის გაუკეთებია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor