• December

    5

    2024
  • 80
  • 0
რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიციის ჯგუფები როგორც კი განიარაღდა, საპროტესტო აქცია მშვიდობიან ფორმას არ გასცდენია, ძალადობა ორგანიზებული იყო სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიციის ჯგუფები როგორც კი განიარაღდა, საპროტესტო აქცია მშვიდობიან ფორმას არ გასცდენია, ძალადობა ორგანიზებული იყო სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ

რადიკალური ოპოზიციის ჯგუფები როგორც კი განიარაღდა, საპროტესტო აქცია მშვიდობიან ფორმას არ გასცდენია, ძალადობა ორგანიზებული იყო სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ჯგუფების ხელში, რომელთაც არც ევროპა ადარდებთ და არც საქართველო

„რადიკალური ოპოზიციის ჯგუფები როგორც კი განიარაღდა, ვნახეთ, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიან ფორმას არ გასცდენია. ეს ნიშნავს, რომ ამ აქციებზე სამართალდამცავებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ ძალადობა ორგანიზებული და სისტემური იყო რადიკალური ოპოზიციის მიერ. ვინც ამ აქციაზე დგას, უნდა დაფიქრდეს, შემთხვევით ინსტრუმენტებად ხომ არ იქცევიან რადიკალური ჯგუფების ხელში, რომელთაც არც ევროპა ადარდებთ და არც საქართველო. მათი ერთადერთი მიზანია, ის გარე დავალებები კარგად შეასრულონ, რაც საქართველოს განადგურებაში მდგომარეობს. ეს არის მათი მიზანი. ვნახეთ, რომ მათ გარეშე არც ქვა უსვრია ვინმეს, არც მოლოტოვის კოქტეილი. „ნაცმოძრაობის“ სახე ქვები და მოლოტოვის კოქტეილებია. ისინი მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor