• February

    20

    2025
  • 66
  • 0
რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიცია უკვე ამერიკის პრეზიდენტს ესხმის თავს და მის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს, პატრონების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია უმძიმესი სანახავია

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიცია უკვე ამერიკის პრეზიდენტს ესხმის თავს და მის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს, პატრონების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია უმძიმესი სანახავია

რადიკალური ოპოზიცია უკვე ამერიკის პრეზიდენტს ესხმის თავს და მის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს, პატრონების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია უმძიმესი სანახავია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეm, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მკაფიოდ გამოიკვეთა, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვის ინტერესებშია, რომ ომი არ დასრულდეს

„ვინც თავს ესხმის ტრამპს, თავს ესხმის ამერიკას და ამერიკელ ხალხს. ეს ადამიანები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“, ვინც ომს აფინანსებდა და მნიშვნელოვანი იყო, ომი ევროპაში ხანგრძლივად ყოფილიყო, რადგან, როგორც ჩანს, სუბიექტური ინტერესები ჰქონდათ, რაც არანაირ კავშირშია არც უკრაინასთან და არც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასთან. რადიკალური ოპოზიცია უკვე ამერიკის პრეზიდენტს ესხმის თავს და მის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. ამაში მთელი რადიკალური ოპოზიციაა ჩართული, ის ადამიანები, რომლებიც აქ „დიფ სთეითის“ ინტერესებს იცავდნენ. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამ ბინძური თამაშების წინააღმდეგ გამოდიან. პატრონების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია უმძიმესი სანახავია, პარტიებს არ წარმოადგენენ, ისინი მხოლოდ პოლიტიკური პროექტები არიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor