
რატომ არ აწერს პრეზიდენტი ,,ამნისტიის შესახებ” კანონს ხელს ?
მოგეხსენებათ, პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი ათიოდე დღის წინ მიიღო. აღნიშნული კანონი ათასამდე პატიმარსა და 22 ათასამდე პრობაციონერს ეხება, რომელთათვის ყოველ დღეს, საათსა და წუთს არსებითი მნიშვნელობა აქვს.
,,ქართული ოცნების” დეპუტატის რატი იონათამაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, რაც სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა და დანაშაული ამ ადამიანების მიმართ.
„სამაგიეროდ, მას დრო აქვს შეხვდეს ხან გახარიებს და ხან ხაზარაძეებს, მათთან ააწარმოოს გაუგებარი მოლაპარაკებები, ხელოვნური შოუები. ათასობით პატიმარი ელოდება, პრეზიდენტი ხელს კანონს როდის მოაწერს და როცა ამას აკეთებს, არ გამიკვირდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტოც კი დაადოს, რადგან რადიკალური ოპოზიციის ლიდერია, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვეტო ედო პატიმრებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
,, 1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას – გამოსავალი არსებობს და ეს ხალხი მაინც გავა გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრის თქმით, პრეზიდენტი კანონს ხელს „რთულად ამოსახსნელი მიზეზის გამო ხელს არ აწერს“.
„1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ “ამნისტიის შესახებ” კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას. ამნისტია ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური აქტია, რომელიც ადამიანს ცხოვრების ახლებურად დაწყების საშუალებას აძლევს.
საპარლამენტო უმრავლესობის დიდი მონდომების შედეგად პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ამ დრომდე ვერ ამოქმედდა მხოლოდ იმის გამო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი უბრალოდ, ან უცნობი და რთულად ამოსახსნელი მიზეზის გამო ხელს არ აწერს. არადა ამ ხელის ერთ მოძრაობაზე ათასობით ადამიანის ბედი და უკეთესი მომავალია დამოკიდებული…
გამოსავალი არსებობს და ეს ხალხი მაინც გავა გარეთ. თუ პრეზიდენტი ორ ოქტომბრამდე არ გამოაქვეყნებს კანონს და, არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს მას, კონსტიტუციის თანახმად, 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“, – წერს რატი ბრეგაძე „ფეისბუქში“.
მართლაც საინტერესოა რატომ არ აწერს საქართველოს პრეზიდენტი ,,ამნისტიის შესახებ” კანონს ხელს ? რა არის მიზეზი, დრო არ აქვს თუ სხვა რამეშია საქმე ?
ჩვენ არაერთხელ ვცადეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.
,, Geo News ” გთავაზობთ პატიმრების ოჯახის წევრების მოსაზრებებს, უფრო სწორად წუხილებს, რომლებიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელდება :
,,საერთოდ მოაწერს ხელს, რას ფიქრობს, ამდენ პატიმარს, რომ იმედი მიეცეს” ?
,,იმედია მოაწერს, დროს წელავს”.
,,მოვა დრო და მაგასაც მიშასავით უკრავენ თავს ციხეში, არ გაუჭირდებათ”.
,,გული მიკვდება, ჯერ იმედი მისცეს, ახლა კი წაართვეს”.
p.s. დასკვნა საზოგადოებისთვის მოგვინდია.
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი





