
რატომ მალავს ,,სამართლიანი არჩევნები” პარალელური დათვლის შედეგებს ?
რატომ მალავს ,,სამართლიანი არჩევნები” პარალელური დათვლის შედეგებს ? ეს არის კითხვა, რომელსაც მმართველი პარტია სვამს.
,,ქართული ოცნების” არა ერთი მოწოდების მიუხედავად, ,,ისფედი,, მონაცემის გამოქვეყნებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მათი პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს და ეს თუ მართლაც ასეა, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ორგანიზაციის პოზიცია, უცნობია.
ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომლის სახელსაც უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ღამეს ძალადობრივი მოვლენები. ორგანიზაციამ, მაშინ არასწორი პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რასაც აქციები, ცესკოს შენობაში შეჭრისა და შენობის პიკეტირების მცდელობა, მოგვიანებით კი, რადიკალების მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა მოჰყვა. ორგანიზაციამ შეცდომა მოგვიანებით აღიარა და მაშინ ოპოზიციაც სწორედ მათ მონაცემს დაეყრდნო.
სწორედ ასეთი ფარსითა და სიცრუის ტირაჟირებით ცდილობენ, რადიკალები ქვეყანაში დესტაბილიზაციას.
საგულისხმოა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე მაშინაც საუბრობდა.
ირაკლი გუნია





