• December

    24

    2024
  • 113
  • 0
რა გეგმა აქვს ,,მადამ” ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგ ?

რა გეგმა აქვს ,,მადამ” ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგ ?

ზუსტად 6 დღე პრეზიდენტად და შესაბამისად, 6 დღე ორბელიანების სასახლის დასატოვებლად. სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კარიერას ასრულებს, თუმცა იქამდე სანამ ეს ოფიციალურ სახეს მიიღებს, კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილი, ვადის ამოწურვასთან ერთად, სახეს სულ უფრო კარგავს.

29 დეკემბრამდე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშვილს იბარებს და როგორც ის ამბობს, მხოლოდ ხელახალ არჩევნევზე სასაუბროდ. დასახელებული აქვს კონკრეტული თარიღიც და ეს 29 დეკემბერია. სწორედ ამავე დღემდე ითხოვს ის ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

რატომ 29 დეკემბერი, ეს უცნობია. ასევე, უცნობია მისი გეგმები – რას იზამს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს.

ხელახალი არჩევნები არ იქნება, ასეთია სახელისუფლებო გუნდის მკაფიო გზავნილი და შესაბამისად, ზურაბიშვილისა და რადიკალების გეგმა ოცნებად რჩება. მეტიც, ,,ქართულ ოცნებაში”, ამბობენ იმასაც, რომ დღეს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ უწევს იმის შეხსენება, რომ ის საპრეზიდენტო კარიერას კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის სტატუსით ასრულებს და ამავე კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ზურაბიშვილმა დაარღვია წერია, რომ დადგენილი ნორმის იგნორირება სისხლის სამართლის დანაშაულია. კონსტიტუციის არ ცოდნა ან უგულებელყოფა, ეს განცდა რჩებათ მმართველ პარტიაში ზურაბიშვილის განცხადებებზე.

29 დეკემბერი და მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია წითელი ხაზია რადიკალებისთვის, რომლებიც კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან, პარლამენტს არალეგიტიმურად აცხადებენ და შესაბამისად, არც მიხეილ ყაველაშვილს აღიარებენ. ამიტომ კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის” საზრუნავი ახლა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობაა, რომელიც დასასრულს უახლოვდება.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor