• March

    4

    2025
  • 179
  • 0
ექსკლუზივი : რა ჯდება ტყუილისა და სიმართლის გარჩევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ და შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება გაპიარებული ზაზა ხოტენაშვილის შემხვევაში ?

ექსკლუზივი : რა ჯდება ტყუილისა და სიმართლის გარჩევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ და შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება გაპიარებული ზაზა ხოტენაშვილის შემხვევაში ?

,,GEO NEWS”-მა მიმდინარე წლის 19 თებერვალს „ნიუ ჰოსპიტალსზე“ პირველი სტატია გამოაქვეყნა სათაურით : ,,კახა ოქრიაშვილი ,,ნიუ ჰოსპიტალსს” პოლიტიკური პრეფერენციების გამო ექიმების გარეშე ტოვებს” ?, სადაც გაუწყებდით, რომ ,,ნიუ ჰოსპიტალსი”, მედპერსონალის მასობრივი გადინების წინაშე დგას. კლინიკის თანამშრომლები იძულებულნი არიან, დატოვონ სამუშაო ადგილი და დასაქმდნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, ,,ევექსის” ჰოსპიტალებში. 

იხ: https://geonews.org.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a3-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1/

დღეს კი, მეორე სტატიას გთავაზობთ.

თბილისის ჰორიზონტი მკვეთრად შეიცვალა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. შუშის კოშკები ირეკლავენ მზეს, როგორც დიდი პრიზმები და მათ შორის, დგას ქალაქის ახალი სიამაყეც – „ნიუ ჰოსპიტალსი“ – თანამედროვე საავადმყოფო უახლესი ტექნოლოგიით, მბზინავი დერეფნები და მსოფლიო დონის ჯანდაცვის დაპირება.

ეს ყველაფერი „PSP“-ს მფლობელის კახა ოქრიაშვილის საკუთრებაა, რომელიც ალბათ, ერთადერთია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ვინც ყველა მმართველის გუნდში მოიაზრებოდა და ყველასთან იყო „შემძვრალი“ და „მოყუჩებული“. როგორც შევარდნაძის, ისე ,,ნაცების” სიით დეპუტატი, მერე „ქართული ოცნების“ სიით აღმოჩნდა პარლამენტში და კვლავ ნაცებში გადაბარგდა, რათა ისევ გამსვლელ სიაში აღმოჩენილიყო.

ერთი სიტყვით, ღირსეული და მისაბაძი თანამემამულეა ბატონი კახა და როგორც ამ სტატიის მერე დარწმუნდებით, მის მიერ დაქირავებული და გაპიარებული ექიმებიც, ისეთივე ფეიკი პროფები არიან, ნუ სულ მინიმუმ, ერთი ნამდვილად ასეთია.

გავიცნოთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ვარსკვლავი, ექიმი ოფთალმოლოგი, ზაზა ხოტენაშვილი.

წლების განმავლობაში მას ჰქონდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული თვალის ექიმის რეპუტაცია. მან გაიარა ტრენინგი საზღვარგარეთ, დაესწრო პრესტიჟულ კონფერენციებს და ისაუბრა კატარაქტის, გლაუკომის და ბადურის დაავადებების უახლესი მკურნალობის შესახებ. მისი პაციენტები მას „ბრმად“ ენდობოდნენ – ზოგჯერ ძალიან ბრმადაც კი, მაგრამ გაპრიალებული ექსტერიერის მიღმა, თავდაჯერებული ხმის და ურყევი ნდობის მიღმა, მარტივი ჭეშმარიტება იდგა : ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ექიმმა ხოტენაშვილმა შეცდომები დაუშვა.

ზოგიერთი ექიმი ყოყმანობდა მის წინააღმდეგ საუბარს, უფრთხოდა მის გავლენას. სხვები ეჭვობდნენ უყურადღებობაზე, ვიდრე არაკომპეტენტურობაზე, მაგრამ გავრცელდა ხმები – არასწორი დიაგნოზის, არასაჭირო ოპერაციების, მკურნალობის შესახებ, რამაც მცირე ზიანი მოიტანა, თუმცა, ვერავინ უარყოფს, რომ მისი ბევრი პაციენტი გაუმჯობესდა და წარმატებულმა, კაშკაშა ისტორიებმა დაჩრდილა გაუხმაურებელი ტრაგედიები.

ერთ-ერთი ასეთი ტრაგედიის თაობაზე, ჩვენს კომპეტენტურ და ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, დღეს მოგიყვებით.

მაშ ასე :

შეუმჩნეველი შეცდომა ! 

თამარი უკვე მესამე თვე იყო, რაც მარიამის თვალების გამო ღამეს უსიზმროდ ათევდა. 6 წლის გოგონას მზერა ხშირად ეფანტებოდა, ხშირად უჭირდა წვრილი ასოების გარჩევა. თამარი ვერ იტანდა ექიმებთან სიარულს – უხეში დამოკიდებულება, მაღალფასიანი ვიზიტები და გაურკვეველი დიაგნოზები, მისთვის უცხო არ იყო, მაგრამ შვილს ვერ გაწირავდა. ბოლო ფული მოაგროვა, ცოტა ისესხა კიდეც, და „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოფთალმოლოგ ზაზა ხოტენაშვილთან მიიყვანა მარიამი.

ხოტენაშვილი პრესტიჟული ექიმი იყო – ცნობილი, მდიდარი, გავლენიანი. მისი კაბინეტი ძვირადღირებული ნივთებით იყო მოწყობილი, თაროებზე მოდური სამედიცინო ენციკლოპედიები ეწყო. თამარმა იგრძნო, რომ ამ ოთახში მდიდრების შვილებს უფრო ელოდნენ, ვიდრე მარტოხელა დედებს, რომლებიც ბინიდან ბინაში გადადიოდნენ ქირის გადაუხდელობის გამო.

ექიმმა მარიამის თვალები გამოკვლია, თუმცა გულგრილად, ჩვეული მექანიკურობით. მკაცრი გამომეტყველებით ჩაილაპარაკა :

– არავითარი პრობლემა, მშვენიერი მხედველობა აქვს…

თამარმა შვებით ამოისუნთქა, თუმცა გულში მაინც დარჩა პატარა ეჭვი.

თვე არ იყო გასული, მარიამის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. წიგნის კითხვას ვეღარ ახერხებდა, შუქზე თვალებს ჭუტავდა. თამარმა სხვა ექიმს მიაკითხა, ეს ექიმი დიდი სახელის მქონე არ იყო, მაგრამ პროფესიონალი იყო და გულდასმით მოეკიდა საქმეს. კვლევის შემდეგ უცნაური სიმშვიდით განაცხადა:

-თქვენს შვილს საკმაოდ გამოხატული ასტიგმატიზმი აქვს, ასევე მინუსი. გასაკვირია, რომ ამას პირველმა ექიმმა ვერ მიაქცია ყურადღება.

თამარი გაშეშდა. „გასაკვირია“ – ეს სიტყვა განსაკუთრებით ჩაესმოდა ყურში. რას ნიშნავდა ეს ? ე.ი. ხოტენაშვილმა უბრალოდ არ დაინახა ? თუ დაინახა და არ ჩათვალა საჭიროდ, ეთქვა ? იქნებ უყურადღებოდ მოეკიდა, რადგან მისთვის ეს მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა იყო ?

თამარს უნდოდა, დაბრუნებულიყო „ნიუ ჰოსპიტალში“ და სიმართლე მოეთხოვა, თუმცა, იმ წუთასვე მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა.

ზაზა ხოტენაშვილს ვერავინ შეეხება. ის ელიტის წევრია – იმ დახურულ წრეს ეკუთვნოდა, სადაც შეცდომებს პატიობენ, ერთმანეთს იცავენ და სხვისი ტკივილი, არც კი აღელვებთ.

კლინიკის მფლობელი, კახა ოქრიაშვილიც იმავე წრის ნაწილია. ესენი ყოველთვის ,,გამოაძვრენენ“ ერთმანეთს, ყოველთვის შეაფარებენ ქართული ფერადი ელიტის საიდუმლო და კომფორტულ სივრცეს თავს, იქნებიან იქ, იმ გავლენიან სივრცეში, სადაც კანონი მხოლოდ ფორმალობაა.

თამარი განადგურებული იჯდა. პატარა მარიამი მის გვერდით მშვიდად თამაშობდა, ჯერ არ იცოდა, რას ნიშნავდა იმედგაცრუება, მაგრამ მისი დედა უკვე ხვდებოდა – კახა ოქრიაშვილთან სიმართლის პოვნა ყველაზე ძვირი ჯდებოდა, ზოგჯერ – შეუძლებელიც კი იყო.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ შესახაბ და იქ გამეფებულ განუკითხაობაზე კიდევ არაერთი სტატია გელით წინ, რამეთუ, ჩვენ არაერთი წყარო გვყავს და ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

,,ინფორმაციები არ მოგაკლდებათ”, – გვიცხადებს, კონფიდენციალური წყარო.

მკითხველს ვაუწყებთ, რომ სათანადო კომენტარისათვის კვლავ დაუკავშირდით „ნიუ ჰოსპიტალსის“ პიარს, სოფო წიკლაურს, თუმცა უშედეგოდ.

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor