
რეალობას აცდენილი ე.წ. პრეზიდენტი და კითხვის ნიშნები, რომელიც ბოლო შეწყალების აქტმა გააჩინა
ვადის ამოწურვამდე ოთხი დღით ადრე, ე.წ პრეზიდენტმა მისი კონსტიტუციური უფლება სავარაუდოდ ბოლოჯერ გამოიყენა – ძმები წულუკიძეები, რესპუბლიკური სავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომელიც სასჯელს კლინიკის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებისთვის იხდიდა შეიწყალა. ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ზურაბიშვილის ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა მოვლენამ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ჰუმანურობის აქტს, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
ძმები წულუკიძეების შეწყალების აქტს პრეზიდენტს უწონებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავისი მომხრეების დაკავებას პოლიტიკურ სარჩულად მიიჩნევს.
ზურაბიშვილის მხრიდან რადიკალიზმისა და ვითარების დაძაბვის ზრახვები ამოიკითხეს ,,ხალხის ძალაში”.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დასავლელი პატრონების დაკვეთით ზურაბიშვილი ცდილობს ისეთი პირების შეწყალებას, ვინც მათ რადიკალურ ზრახვებში დაეხმარება.
მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი ძალადობის წახალისებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ხელისუფლებას ზურაბიშვილისთვის იმის შეხსენებაც დასჭირდა, რომ მარტის აქციების დროს, პოლიციელებზე თავდამსხმელი ლაზარე გრიგორიადისი სწორედ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ირაკლი გუნია





