• April

    9

    2025
  • 86
  • 0
Რეალური მიზეზი, თუ რატომ განიცადა ფიასკო გერმანულმა ტანკმა ლეოპარდმა….

Რეალური მიზეზი, თუ რატომ განიცადა ფიასკო გერმანულმა ტანკმა ლეოპარდმა….

დავიწყოთ იმით, რომ ლეოპარდი 2 რეალურად კარგი ტანკია და რიგ შემთხვევებში, არც რუსულ ანალოგებს ჩამოუვარდება არაფრით და მეტიც, ზოგ მოდელს სჯობნის კიდეც,  მაგრამ, პირველივე მისი გამოსვლა უკრაინული ბატალიების სცენაზე, გერმანული ნაწარმისთვის, ფიასკოდ იქცა. Სიტუაცია კი ოდენ სახალისოა, თუ გავითვალისწინებთ კოლექტიური დასავლეთის ყიჟინას, რომელიც ამ ,,კატას,, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. დავამატებ, ქართველი ე.წ. დივანის ექსპერტებშიც კი, დიდი ზარზეიმი გამოიწვია ამ ტანკის გამოჩენამ.

პირველივე დღიდან, შექმნეს შთაბეჭდილება, აქაოდა ლეოპარდი 2 სასწაულმოქმედი იარაღი იქნებოდა. ფაქტია, მოლოდინი არ გამართლდა.

გერმანული ტანკი მძიმეწონიან ტექნიკას მიეკუთვნება. უთუოდ ის ერთ-ერთი წამყვანია სამყაროში, თუმცა არა საუკეთესო. მასში შერწყმულია, როგორც სასროლი, ასევე მოძრავი პარამეტრები, ეკიპაჟს საშუალება ეძლევა უზუსტესი დარტყმა განახორციელეს მეტოქის მიმართულებით. ჯავშანგამტარი დმ 53 ჭურვის სროლა კი, მოძრაობის დროსაც შეიძლება, რაც ერთგვარი კოზირია.

ლეოპარდის გამოყენება კი იგეგმებოდა ეშელონირებული დაცვის გასარღვევად. ეს ის თავდაცვითი ზღუდე გახლდათ, რომელიც დრონებით და მინით სავსე ველებით იყო დახუნძლული.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ე.წ. რასპუწიცა. Მძიმე და მრავალტონიანი ტანკი მარტივად ეფლობოდა ტალახში და ამით, სულ უფრო და უფრო მარტივი ნადავლი ხდებოდა.

ერთხმად უნდა ვაღიაროთ, რომ ლეოპარდი 2 არ გახლავთ წარუმატებელი მოდელი, მაგრამ მისი გაღმერთებაც ბავშვური მიამიტობაა.

გრეი კლარკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor