• October

    29

    2025
  • 13
  • 0
რევაზ სოხაძე – ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

რევაზ სოხაძე – ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

წყალმომარაგების კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანიის რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას, რეგიონული ფილიალების გაძლიერებას, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას.

„წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აქტიურად გამოვლენისა და აღმოფხვრის, ტექნიკურ მომსახურებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით გეგმაშია SCADA-ს სისტემის აქტიური დანერგვა და ასევე, მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა 2027 წლიდან ახალი ტარიფების ასამოქმედებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ცვლილებები კომპანიის საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor