• October

    28

    2024
  • 72
  • 0
,,რევოლუციონერი” პრეზიდენტი, პარლამენტში შემსვლელი მოღალატე გახარია და ფიასკოსთვის განწირული ხმაურიანი აქციები

,,რევოლუციონერი” პრეზიდენტი, პარლამენტში შემსვლელი მოღალატე გახარია და ფიასკოსთვის განწირული ხმაურიანი აქციები

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსული ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას.

მე შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამო. ასევე, შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე. შესაბამისად, მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ ეს დადგინდება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. ჩვენი MEGOBARI აქტი მიზნად ისახავს დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და ქართველ ხალხის თავისუფლებისა და გაძლიერებული სუვერენიტეტისკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – ნათქვამია უილსონის განცხადებაში.

აი ასეთია, ხელაღებით, მტკიცებულებების გარეშე, მიკერძოებით დაფიქსირებული აშშ-ს ოფიციალური განცხადება, აჰ ბოდიში- განცხადება ,,რის შემდეგაც, თვალს ვადევნებთ რა გუშინდელი დღიდან ” ,,კოლექტიური ნაცმოძრაობის” ფორხილს, თან აშკარად მიპყრობს განცდა, რომ ეს სანახაობა არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ მაქვს ნანახი – 2016, 2020, 2021 – ში და მსგავსად ახლაც კვლავ და ისევ ყვირილი იმაზე, რომ არჩევნები გააყალბეს, მოიპარეს, მიითვისეს…და ამ ნარატივს მიზანმიმართულად ,,ბუსტავს” ყველა ნაც მედია დაუსვენებლად, ამოუსუნთქავად და თითქმის პათეტიკის უმაღლესი ,,პილოტაჟით” გვიმტკიცებებ იმას, რისი არც ერთი მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. თუმცა, მეც რას გეუბნებით, ოპოზიციისთვის ხომ მთავარია აღთქმები და არა ფაქტები…ასე რომ, სრული სიგიჟის, ,,ახალი აპოკალიფსის” განცდის დანერგვას და გაჯერებას ცდილობენ ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში.

მერე რა, რომ არაფერი მტკიცდება, მთავარია ეჭვი გაჩნდეს. გაჩნდეს უნდობლობა, დაითესოს შიში და საბოლოოდ იმდენჯერ იმეორონ ,,მანტრასავით”, რომ გააქრეს ხმები, გააყალბეს, მიითვისეს არჩევნები და რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში და ა.შ….მერე, თუ ამას საკმარი რაოდენობის ვაი ,,სელებრიტი”, თუ ვუი ტელესახე გაიმეორებს და თან საკმარისი სიმრავლით, ეს საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის შესაძლოა ,,ფაქტადაც” გასაღდეს, რომლის მიმართაც ,,უმცდარობის პრეზუმფცია” გაჩნდება და აქეთ ჩვენ, გამარჯვებულ მხარეს, უნდა გვამტკიცებინონ, რომ დანაშაული არ ჩაგვიდენია, ანუ ჩაგვაყენონ მდგომარეობაში, როდესაც მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ვიქნებით და შემდგომ, ხანგრძლივი თავის მართლებით, ტიპიურ დამნაშავეებს დავემსგავსებით და ამის კომპლექსიც გაგვიჩნდება.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ოპოზიციაში თითქმის ყველას ნულოვანი თვითკრიტიკულობა, ობიექტური რეალობის გააზრების უნარის არ ქონა ახასიათებს და ამავდროულად ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს ფატალური ამნეზია ახასიათებს, რამეთუ, თითქმის დაუჯერებელია, ვინმეს დავიწყებოდა, რას ამბობდა იგივე ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შემდეგ. განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავად ოპოზიცია ეძახდა ერთმანეთს ,,პუფებს” თუ პარლამენტში შევიდოდნენ.

სპეციალურ ყურადღებას იმსახურებს ერთობ ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ,,მადამ დე პომპადურის” სალომე ზურაბიშვილის სრულად პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. მისი პრეზიდენტის სასახლიდან იმის ყვირილი, რომ თითქოს ,,ამ არჩევნების აღიარება რუსეთის შემოსვლის აღიარება იყოს” და მოწოდება ქუჩაში გამოსვლისაკენ, პირდაპირ ააშკარავებს დასავლური დესტრუქციული ძალების მხრიდან ,,სახის დაკარგვას”, რის შედეგადაც, თავიაანთი მაღალი დონის ბოლო აგენტ-პროვოკატორი გამოაგორეს ავანსცენაზე და სალომეს აიძულეს თვილუსტრაცია მოეხდინა ქართული საზოგადოების წინაშე და ყველასათვის დაენახებინა, რომ როგორც არ უნდა ჩაიხუტოს გულში სალომე საქართველომ, ის მაინც უცხო სხეულად დარჩება ჩვენი ქვეყნისათვის და პირველივე შესაძლებლობისას, როგორც კი მისთვის მომგებიანი იქნება, ანგარებით, ისე გაგვყიდის, როგორც უკანასკნელი იუდა.

დასასრულს, გამოვეხმაურებით ხვალ დაგეგმილ ქუჩაში გავარდნას, რაც ერთობ ,,ჩვეული პრაქტიკა” გახდა ბოლო დროს და სავარაუდოდ, ძირითადად სანახაობრიობის შექმნაზე იქნება გათვლილი. რაც სავარაუდოდ, არც ისე დიდხნიანი განვრცობის უნდა აღმოჩნდეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოპოზიციის ე.წ. ერთობას უკვე დაემუქრა მნიშვნელოვანი გამოწვევა გახარია ,,საქართველოსათვის” გადაწყვეტილების გამო, რადგან საპარლამენტო მუშაობაში ჩართვას აპირებენ.

საბოლოოდ, ეს ,,დეჟავუ” ადრე თუ გვიან გაიწოვება და ისევ ,,ქართულმა ოცნებამ” და ჭეშმარიტმა ქვეყნის პატრიოტებმა ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის უნდა ვიღვაწოთ ერთიანი, ძლიერი და რაც მთავარია მშვიდობიანი საქართველოსათვის.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor