• February

    13

    2025
  • 70
  • 0
რეზოლუციას დაემატა შესწორება, რომლითაც „ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან“

რეზოლუციას დაემატა შესწორება, რომლითაც „ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან“

რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს დაამტკიცა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორება შევიდა.

კერძოდ, რეზოლუციაში ჩაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან.

შესაბამისად, რეზოლუციაში 27-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული საფუძვლით, კონკრეტულად, საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება ატარებს სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და სრულად უნდა აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას შეიძლება მიადგეს; მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილთან“.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor