• January

    31

    2025
  • 49
  • 0
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში მოისმინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ფესტივალის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზად არის და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დასრულებულია. კერძოდ, უკვე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა თბილისში და დღესვე გაიხსნება ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასა ბაკურიანში.

ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწვევიან, 6 თებერვლიდან კი დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში.

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – “ბაკურიანი 2025”-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. “ბაკურიანი 2025”-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor