
რეპორტაჟი ბათუმიდან
ბათუმში არასრულწლოვანი ბავშვების ,,ეროვნული სულისკვეთების” აქციას წავაწყდი – შეძახილებით : დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს, სადაც ევროპისა და უკრაინის დროშის ფრიალით ამ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. და მაშინვე ამ არასრულწლოვანთა აღსაზრდელების მშობლებთან გამიჩნდა კითხვები…თქვენს შვილებს “საზარბაზნე ხორცად”
იყენებენ და ნუთუ, ამას ვერ ხვდებით ? და თუ ხვდებით, მაშინ სად ხართ ამ დროს ?
,,ლგბტ”-თა პროპაგანდა საქართველოში როდის ერთხელ იყო ეროვნულობა ? ალბათ, ხვდებით ხომ საით მივდივართ ? დაგეთანხმებით იმაში, რომ სულის სიწმინდე ისევ სულიერებიდან მოდის და არ ისწავლება, თუმცა შვილებს ნუ შხამავთ, დაინდეთ !
რამდენიმემ ძალიან ახლოს ჩამიარა და უნდა გენახათ როგორი ღლიცინითა და არასერიოზულობით გამოირჩეოდნენ.
აი, ვისაც ასეთი თაობის იმედი გაქვთ, კარგად ყოფილა თქვენი საქმე.
რატომ დაგიბნელდათ გონება, ხალხო ? ჩვენი ხსნა იესო ქრისტეს სიყვარულშია და ეს ,,ლგბტ”-თა პროპაგანდით არ მოდის !
https://www.facebook.com/share/v/15xBt6mjRy/?mibextid=wwXIfr
ქრისტინა ჯავახია




