• December

    8

    2024
  • 73
  • 0
რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ

რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი მედიაზე ძალადობის ფაქტებსა და თავდასხმებს აპროტესტებენ. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მოითხოვენ, დროულად მოხდეს ძალადობის ფაქტების გამოძიება.

მათ ხელში უჭირავთ მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც აქციების გაშუქებისას დაშავდნენ.

„მოვედით აქციაზე ჩვენი კოლეგების მხარდასაჭერად და იმის გასაპროტესტებლად, რა წარმოუდგენელი სისასტიკის პირობებში უწევთ მედიის წარმომადგენლებს დღეს მუშაობა და ერთ-ერთი ასეთი უმძიმესი ფაქტი ვნახეთ გუშინ ღამე, პირდაპირ ეთერში, როცა ტელეკომპანია „პირველის“ოპერატორს და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს არავის უნდა შერჩეს. აუცილებლად უნდა მოხდეს უსწრაფესი, ობიექტური გამოძიება ყველა ფაქტზე“, – განაცხადა აქციაზე ჟურნალისტმა ხათუნა გაგნიძემ.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.

აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor