• November

    4

    2024
  • 67
  • 0
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი მუშაობას აახლებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი მუშაობას აახლებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას აახლებს. კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც (რეანიმაცია).

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც კლინიკის განახლებული ინფრასტრუქტურის შესახებ, ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დაწესებულება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდა და კლინიკა უმაღლესი სტანდარტების დაცვით განაგრძობს მუშაობას.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა და თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა. განყოფილება 12 საწოლზეა გაშლილი, მოწყობილია ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე – ბოქსირებული პალატა. კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, განთავსებულია 12 საწოლი – I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები.

ჯამში, ორივე დეპარტამენტში, 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor