• October

    13

    2023
  • 101
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის მსგავს ქვეყანას შეეფერება მშვიდობის აღდგენაზე ზრუნვა თუ ცეცხლზე ნავთის დამატება? სად არის დასავლეთი, არავითარი გამართლება არ აქვს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის მსგავს ქვეყანას შეეფერება მშვიდობის აღდგენაზე ზრუნვა თუ ცეცხლზე ნავთის დამატება? სად არის დასავლეთი, არავითარი გამართლება არ აქვს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს

ჩვენი პოზიცია, როგორც ერის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ გადაუხვევია სამართლიანობისგან, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართაც ამ მიმართულებით არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სახელმწიფოები ვალდებული არიან, დაიცვან ომის კანონები და ადამიანის უფლებები. მისივე თქმით, ეს ხაზი თანდათან ქრება.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ღაზაში ორი მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის, წყლის, საწვავისა და საკვების შეზღუდვა არც „ჰუმანურია“ და ამას არც „ომის კანონებში“ აქვს ადგილი. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამჟამად ღაზაში წყალი, პური და სხვა საკვები არ არის, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეწინააღმდეგება.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მსგავს ქვეყანას მშვიდობის აღდგენისთვის ზრუნვა შეეფერება.

„აშშ-ის მსგავს ქვეყანას შეეფერება მშვიდობის აღდგენისთვის ზრუნვა, თუ ცეცხლზე ნავთის დამატება? სად არის დასავლეთი? აქვთ თუ არა რაიმე ზომები ამ ეტაპზე? არ აქვთ. არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს, რომლებმაც ხოცვა-ჟლეტის დონემდე მიაღწიეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor