• September

    17

    2023
  • 122
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს. ამის შესახებ ერდორანმა მედიასთან აშშ-ში გამზგავრებამდე საუბრისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ნაბიჯებს დგამს თურქეთისგან დისტანცირებისთვის.

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას ამ მოვლენების გათვალისწინებით. ამ შეფასებების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია, დავშორდეთ ევროკავშირს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერს ევროკავშირში გაწერვიანების პროცესზე და ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშზე ჰკითხეს, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებაზეა საუბარი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor